რუსეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ყაზანის „რუბინმა“ „ტამბოვს“ უმასპინძლა და დაგეგმილი სამი ქულა ვერ მოიპოვა. რუბინელებმა აუტსაიდერებს გამარჯვება 90-ე წუთზე გამოგლიჯეს – კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით დესპოტოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩიც ასე დასრულდა – 2:2. „რუბინის“ პირველი გოლიც დესპოტოვიჩის ანგარიშზეა.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა. ასევე 90 წუთი გაატარა მოედანზე „ტამბოვის“ რიგებში მოასპარეზე რუსეთის მოქალაქე გურამ თეთრაშვილმა.