კვარაცხელიას „რუბინმა“ ცსკა დაამარცხა #1TVSPORT
კვარაცხელიას „რუბინმა“ ცსკა დაამარცხა #1TVSPORT

ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში შინ ცსკა-ს მოუგო – 1:0. ერთადერთი გოლი 90+1 წუთზე ყაზანელთა ნახევარმცველმა, მიხაილ კოსტიუკოვმა გაიტანა.

ყაზანის „აკ ბარს არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად ისეთივე გამორჩეული არ იყო, როგორც წინა ტურში „უფასთან“ და გოლით და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია, 37-ე წუთზე კი მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათი აჩვენა.

ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან გამარჯვების წყალობით „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის გამართულ 13 მატჩში 19 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე დაწინაურდა.

„რუბინმა“ ოფიციალურ მატჩში პირველად გაიმარჯვა 13 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ლეონიდ სლუცკის გუნდმა „ურალი“ დაამარცხა (4:0). ამის შემდეგ ყაზანმა ზედიზედ 5 მატჩი ვერ მოიგო.