კვარაცხელიას „რუბინი“ „ლოკომოტივს“ დაუზავდა - კვირკველია საუკეთესო იყო (ვიდეო)
კორონავირუსის პაუზისას ორგანიზებულ „ყველაზე სწრაფ ლიგაში“ (რუსეთის კიბერჩემპიონატი – PES) ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინი“ უკვე მეორედ ათამაშა და მოსკოვის „ლოკომოტივს” დაუზავდა 0:0.
კვარაცხელიას „რუბინი“ დომინირებდა, მაგრამ „ლოკომოტივი“ მეკარე გილერმემ რამდენჯერმე რეალური გოლისგან იხსნა. ტურბირის ორგანიზატორი, Sports.ru-ს წერს, რომ კვარაცხელიამ PES 2020 კარგად აითვისა.
„ხვიჩამ „ლოკომოტივი“ ძალიან გააწამა. ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც საჭირო იყო. „ლოკომოტივი” წაგებას მხოლოდ საბა კვირკველიას (რომელიც PES- ის მიხედვით რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა) და მეკარე გილერმეს კარგი თამაშით გადარჩა“ – წერს გამოცემა „სპორტს“.
ვირტუალური ლიგის მეორე ტურის მატჩის კომენტატორმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ საბა კვარაცხელია აღიარა. კვარაცხელიას „რუბინი“ ორი ტურის შემდეგ 4 ქულით ვირტყუალურ ლიგაში მე-4 ადგილზეა, ხოლო „ლოკომოტივი“ 1 ქულით მე-8 პოზიციაზეა.