კვარაცხელიამ მოსკოვის „ლოკომოტივში“ პირველად გაიტანა – რუსეთის პრემიერლიგის კლუბში 18 წლის ქართველმა ანგარიშზე სადებიუტო გოლი ნორვეგიული „ვიკინგის“ წინააღმდეგ ჩაიწერა.
რუსული რკინიგზის გუნდი სეზონის განახლებისთვის ესპანეთში ემზადება, მორიგ ამხანაგურ მატჩში კი უძველეს ნორვეგიული კლუბს, „ვიკინგს“ დაუპირისპირდა და 5:1 დაამარცხა. კვარაცხელია მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა და ნორვეგიელებს ბოლო გოლი 76-ე წუთზე გაუტანა – ამით ხვიჩამ მარბელიაში გამართული მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 5:1.
მოსკოველთა ძირითად სასტარტო შემადგენლობაში იყო „ლოკომოტივის“ და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი საბა კვირკველია, რომელიც 66-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ლოკომოტივში“ ორიოდე დღის წინ ჩაირიცხა და 21-ნომრიანი მაისურა გადასცეს.