იტალიური გამოცემა ilmattino-მ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ წასვლის დეტალები დაასახელა. თუ გამოცემას ვენდობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი კლუბს ივლისის დასაწყისში შეუერთდება.
იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ნაბიჯს ადევნებს თვალს და საქართველოს ჩემპიონატში მისი მორიგი გოლიც (გორის „დილასთან“) აღნიშნეს.
„კიდევ ერთი ლამაზი გოლი – მეოთხე მის ხანმოკლე ქართულ კარიერაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბათუმის „დინამოსთვის“. ხვიჩა კვარაცხელიამ კვლავ გაიტანა „დილასთან“ გუნდისთვის მნიშვნელოვან შეხვედრაში, რომელიც „დინამომ“ 3:0 მოიგო. ახლა ბათუმის „დინამო“ ლიგაში ლიდერია და 5 ქულით ასწრებს თბილისის „დინამოს“. თუმცა, ქართველი თავდამსხმელი სრულად ვერ დაეხმარება გუნდს საჩემპიონო ბრძოლაში. საქართველოს ჩემპიონატი 3 დეკემბერს დასრულდება, მაგრამ კვარაცხელიას „ნაპოლიში“ კონტრაქტის გასაფორმებლად და ახალი თავგადასავლებისთვის უკვე ივლისის დასაწყისში ელიან“, – წერს გამოცემა.
აპრილში „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა აპრილის ბოლოს დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებს კონტრაქტზე შეუთანხმდა.
იტალიის სერია ა-ში, ჯერ სეზონი არ დასრულებულა, მაგრამ „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაში მონაწილეობის უფლება უკვე მოიპოვა,