კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ამ სამეულიდან ერთ-ერთი გაწვრთნის - დი მარციოს სიაში კონტე, გასპერინი და პიოლი არიან #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ მწვრთნელობის კანდიდატთა სია სამამდე შეამცირა, – ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. ცნობილმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა „ნაპოლის“ მომავალი დამრიგებლის შესახებ Sky Sport-თან ისაუბრა.
„ალბათ „ნაპოლის“ მწვრთნელის შესარჩევად ნაკლები დრო დასჭირდება: კლუბი კანდიდატებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია და სასურველი მწვრთნელების სია შემცირდა სამამდე.
ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს ანტონიო კონტესთან, ჯანპიერო გასპერინისა და სტეფანო პიოლისთან. ვფიქრობ, რომ „ნაპოლი“ ახალი მწვრთნელის არჩევანს მიუახლოვდა“, – აღნიშნა SKY Sport-ის კორესპონდენტმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა იტალიურ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს, მას კონტრაქტი ივნისში ეწურება და ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს.