კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ინტერს“ დაუზავდა და ლიდერობა შეინარჩუნა #1TVSPORT
კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ინტერს“ დაუზავდა და ლიდერობა შეინარჩუნა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მილანში „ინტერს“ ესტუმრა და მოქმედ ჩემპიონთან ქულის მოპოვებით ლიდერობა შეინარჩუნა – 1:1.

იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის დაპირისპირება „ნაპოლიმ“ მოქმედ ჩემპიონზე უკეთ დაიწყო და 23-ე წუთზე დაწინაურდა. კუთხურიდან ხვიჩა კვარაცხელიას მოწოდებულ ბურთს მიმართულება ამირ რახმანიმ შეუცვალა, დამატებაზე კი სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა.

მილანელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, უპირატესობა მოიპოვეს, მომენტები შექმნეს და საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწიეს. 43-ე წუთზე „ინტერის“ თურქმა ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ძლიერი დარტყმით „ნაპოლის“ ეფექტურად გაუტანა, თუმცა, სტუმართა მეკარეც შეცდა.

„ინტერს“ მეორე ტაიმში წინ გასვლის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ჩალჰანოღლუმ ნეაპოლელთა კარში დანიშნული პენალტით ვერ ისარგებლა – ბურთი ძელს მოარტყა.

სერია A-ში გამართული 12 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 26 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ 25 ქულის მქონე ოთხი გუნდმა („ატალანტა“, „ფიორენტინა“, „ინტერი“, „ლაციო“) ლიდერთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.