კვარაცხელიას მამა - ხვიჩას მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება, „რეალში" თამაში და დიდ სანაკრებო ტურნირზე მოხვედრაა #1TVSPORT
„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ შვილის ოცნებებსა და მიზნებზე Corriere dello Sport-თან ისაუბრა.
„მისი საფიქრალი ჩემპიონატის მორიგი მატჩია სერია A-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგასა და ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა, მაგრამ მისი მთავარი მიზანია ჩემპიონთა ლიგის მოგება, მადრიდის „რეალში“ თამაში და საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდ სანაკრებო ტურნირზე გასვლა. მიუხედავად ამისა, ახლა ის „რეალზე“ არ ფიქრობს, თავში მხოლოდ „ნაპოლი“ უტრიალებს“, – ციტირებს Corriere dello Sport-ი ბადრი კვარაცხელიას სიტყვებს.
ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლი“ მას ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და ხელფასს ორჯერ გაუზრდის.
2022/23 წლების სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ნეაპოლელთა შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.