კვარაცხელიას ჰეთ-თრიკი - ხვიჩა ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამმა გამოცემამ დაასახელა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში საერთაშორისო საფეხბურთო ანალიტიკისა და სტატისტიკის ავტორიტეტულმა ინტერნეტ-პორტალებმა დაასახელეს.
„სტადიო მარადონაზე“ გამართულ მე-2 ტურის შეხვედრაში „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა „მონცას“ კარი ორჯერ აიღო და გუნდის დამაჯერებელ გამარჯვებაში (4:0) დიდი როლი ითამაშა. 21 წლის კვარაცხელია სიმბოლურ ნაკრებში sofascore-მა, whoscored-მა და goal Italia-მ შეიყვანეს.
ინტერნეტ-პორტალმა sofascore-მა ხვიჩას თამაში 10-ბალიან სისტემაში 8,1 ქულით შეაფასა. მასზე უკეთესი შეფასებები მიიღეს ქართველის თანაგუნდელმა პიეტრ ჟელინსკიმ (9,1), „კრემონეზეს“ მეკარე იონუც ანდრეი რადუმ (9,0), „რომას“ და „მილანის“ ნახევარმცველებმა ლორენცო პელეგრინიმ და ისმაელ ბენასირმა (ორივეს 8,6 ქულა) და „ინტერის“ მცველმა ალესანდრო ბასტონიმ (8,3).
ფაქტობრივად, ანალოგიური შეფასებები დაუწერა ხვიჩას whoscored-მა და ქართველის თამაში 8,0 ქულით შეაფასა. უკეთესი ქულა ამ პორტალზე მხოლოდ სამ მოთამაშეს დაუწერეს - რადუს (8,7), ლორენცო პელეგრინის (8,6) და ისმაელ ბენასირს (8,6).
Goal Italia-ზე არაა მითითებული, სიმბოლურ თერთმეტეულს როგორ აკომპლექტებს, ვინ რა ქულები მიიღო, მაგრამ მთავარია, ხომ ხვიჩა კვარაცხელია ამ გამოცემის სიმბოლურშიც მოხვდა.
საქართველოს ნაკრების ლიდერი ზედიზედ მეორე დაასახელეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში - შესანიშნავი დასაწყისია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, რომელზეც ნებისმიერი ვარსკვლავი იოცნებებდა.