კვარაცხელიას გუნდელი წლის საუკეთესო ახალგაზრდაა - „გლოუბ სოქერმა“ ოსიმენი გამოარჩია #1TVSPORT
„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენი წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს, პრესტიჟული ჯილდოსთვის ბრძოლაში ნიგერიელმა თავდამსხმელმა ძლიერ კონკურენტებს აჯობა.
2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი Globe Soccer-მა ვიქტორ ოსიმენს გადასცა – „ნაპოლიში“ კვარაცხელიას გუნდელს და საუკეთესო პარტნიორს.
„ვულოცავთ ვიქტორ ოსიმენს 2022 წლის საუკეთესო ახალბედა ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს, Globe Soccer-ის მოგებას“, – ნათქვამია დუბაიში გამართული ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
„ნაპოლის“ თავდამსხმელი მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს, რადგან ნიგერიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია. ნიგერიელმა თავდამსხმელმა, რომელიც 9 გოლით სერია A-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია, აჯობა „ბარსელონას“ 18 წლის ტალანტს გავის და მადრიდის „რეალის“ 24 წლის ურუგვაელ ნახევარმცველს, ფედერიკო ვალვერდეს.
აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო სპორტული დირექტორის ტიტულის ნომინანტებში ნეაპოლიტანური კლუბის წარმომადგენელი კრიშტიანო ჯუნტოლია, რომელიც განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის გამო დაფასდა.