კვარაცხელიას გოლით „რუბინმა“ „ხიმკი“ დაამარცხა - დავითაშვილს არ უთამაშია [ვიდეო] #1TVSPORT
კვარაცხელიას გოლით „რუბინმა“ „ხიმკი“ დაამარცხა - დავითაშვილს არ უთამაშია [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას გოლით ყაზანის „რუბინმა“ მორიგი საკონტროლო მატჩი მოიგო, რომელიც „ხიმკის“ წინააღმდეგ გამართა.

ეს იყო ყაზანელთა პირველი შეხვედრა „პარიმატჩ პრემიერის“ თასზე და „ხიმკი-არენაზეკორონავირუსის შეზღუდვების გამო, მაყურებელთა გარეშე გაიმართა. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმში, 46-ე წუთზე შევიდა, 90-ე წუთზე კი ძალიან ეფექტურად გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტურნირზე ასევე თამაშობენ მოსკოვის „სპარტაკი“ და „სოჭი“, რომლებიც კვირას პირველი ტურის მატჩს გამართავენ. შემდეგ თამაშში „რუბინი“ შეხვდება „სპარტაკს“, ხოლო „ხიმკი“ – „სოჭს“. ორივე მატჩი 14 ივლისს ჩატარდება.

ტურნირის წესების თანახმად, გუნდი ძირითად დროში გამარჯვებისთვის ორ ქულას იღებს, ხოლო ერთს – პენალტების სერიაში გამარჯვებისთვის. წაგებული გუნდი უქულოდ რჩება. „რუბინმა“ ორი ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

ყაზანის „რუბინში“ არ უთამაშია ზურიკო დავითაშვილს, რომელსაც სავარაუდოდ, ლეგიონერებზე ლიმიტის გამო სხვა გუნდში გაუშვებენ. მაგრამ 20 წლის შემტევის ახალი გუნდი ჯერ უცნობია.