კვარაცხელიას გარეშე - „ნაპოლიმ“ კონკურენტი „ატალანტა“ დაამარცხა და რვა ქულით გადაასწრო #1TVSPORT
კვარაცხელიას გარეშე - „ნაპოლიმ“ კონკურენტი „ატალანტა“ დაამარცხა და რვა ქულით გადაასწრო #1TVSPORT

ტრავმის გამო, ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა „ნაპოლის“ სერია A-ს მე-13 ტურის მატჩში, რომელიც ნეაპოლელებმა ბერგამოშიატალანტასთან“ გამართეს და კონკურენტი 2:1 დაამარცხეს.

ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის თამაში სასურველი სცენარით არ დაიწყო. „ატალანტამ“ მე-19 წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ნიგერიელმა თავდამსხმელმა ლუქმანმა შეასრულა და ანგარიში გახსნა.

ნაპოლიმ“ თამაში სწრაფად გამოასწორა და 16 წუთში დაწინაურება შეძლო. ამაში გადამწყვეტი როლი ასევე ნიგერიელმა თავდამსმხელმა, ვიკტორ ოსიმენმა ითამაშა. მან 23-ე წუთზე ფლანგური გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა, 35-ე წუთზე კი საჯარიმოში შეტევა კვარაცხელიას შემცვლელ ელიფ ელმასს გაუგრძელა და ჩრდილოეთ მაკედონიელმა შემტევმა სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, „ნაპოლიმ“ 2:1 მოიგო – 13 ტურის შემდეგ 35 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა და კონკურენტ „ატალანტასთან“ (27) სხვაობა რვა ქულამდე გაზარდა.