კვარაცხელიას გარეშე მოთამაშე „ნაპოლი“ კონკურენტთან დამარცხდა #1TVSPORT
„ნაპოლი“ ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთ კონკურენტს, „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
„სტადიო მარადონაზე“ გამართული მატჩი ხვიჩა კვარაცხელიამ სანაკრებო მატჩში მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა – სიფრთხილის გამო მას ექიმებმა თამაშის უფლება არ დართეს, ეს კი ნეაპოლელთა შეტევას დაეტყო.
„ატალანტამ“ თამაში კარგად დაიწყო და პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ანგარიში 26-ე წუთზე მირანჩუკმა გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე მისი გადაცემით „ნაპოლის“ სკამაკამ გაუტანა.
ბერგამოელებმა 88-ე წუთზე კოოპმაინერსის ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. ამ წაგებით „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი კიდევ უფრო შემცირდა – 30 ტურის შემდეგ გუნდი 45 ქულით მე-7 ადგილზე დარჩა და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე ცხრა ქულით ჩამორჩება, ხოლო „ატალატამ“ მას უკვე ხუთი ქულით გადაასწრო.