რუსეთის პრემიერლიგის მე-6 ტურში „კრასნოდარმა“ ყაზანის „რუბინს“ უმასპინძლა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
„კრასნოდარმა“ ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა, გოლი ალექსეი იონოვმა გაიტანა. 35-ე წუთზე ჯონ კორდობამ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და მსაჯის საფინალო სასტვენმა მასპინძელთა გამარჯვება დააფიქსირა 2:0.
რუსეთის ჩემპიონატის 6 ტურში „რუბინმა“ 11 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილშ მე-6 ადგილზეა. ყაზანელთა მთავარი მწვრთნელის სიტყვები გამართლდა – როდესაც ხვიჩა კვარაცხელია არ თამაშობს, „რუბინს“ პრობლემები ექმნება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს სექტემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება – ფეხბურთელის მენეჯერის, მამუკა ჯუღელის თქმით, მიზეზი კუნთის ტრავმაა. ყაზანის „რუბინისა“ და სამარას „კრილია სოვეტოვის“ მატჩის დროს კვარაცხელიას კუნთში ჩაარტყეს და დაშავდა.