კვარაცხელიას და „რუბინის" დიდი გამარჯვება - ყაზანელებმა რუსეთის ჩემპიონი დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT
კვარაცხელიას და „რუბინის" დიდი გამარჯვება - ყაზანელებმა რუსეთის ჩემპიონი დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ და „რუბინმა“ ყაზანის „აკ ბარს არენაზე“ მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე გათამაშების ლიდერს, პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

„რუბინის“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ბოლოდოინდელი წარმატებული თამაშის გამო, „ზენიტი“ დაცვაში ძალიან მობილიზებული ჩანდა, განსაკუთრებულ ყურადღებაას კი ხვიჩას აქცევდნენ.

პირველი სახიფათო მომენტი სწორედ კვარაცხელიამ შექმნა. მე-5 წუთზე ხვიჩამ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, საჯარიმოში შევარდა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა.

ყაზანელებმა 41-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. სერბმა თავდამსხმელმა 1:0 ჯორჯ დესპოტოვიჩმა პეტერბურგელთა კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა და მეკარეს მაღალ კუთხეში აუღებელიდ დაურტყა.

დესპოტოვიჩის პენალტი:

მეორე ტაიმში „ზენიტი“ ბევრს უტევდა და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, რაც 75-ე წუთზე მოახერხა. საჯარიმოს შესრულების შემდეგ (რომელიც კვარაცხელიას უხეშობის გამო დაინიშნა) ირანის ნაკრების თავდამსხმელმა სერდარ აზმუნმა მცველებს დაასწრო 1:1.

კვარაცხელია არ ჩერდებოდა და მის წინააღმდეგ საკმაოდ ხშირად უხეშობდნენ. 77-ე წუთზე, ხორვატიის ნაკრების მცველმა დეიან ლოვრენმა ხვიჩას ფლანგზე უხეშად ჩაარტა და ყვითელი ბარათი მიიღო. 85-ე წუთზე ხვიჩამ კარის აღება საშუალო მანძილიდან სცადა, რომელიც „ზენიტის“ მოთამაშემ დაბლოკა და გუნდს ხიფათი აარიდა.

„რუბინს“ მონდომება მაინც დაუფასდა. 90+2-ე წუთზე დენის მაკაროვმა პეტერბურგელთა კარი აიღო.

მაკაროვის გოლი:

საინტერესოა, რომ არბიტრმა თამაშს 4 წუთი დაამატა, მაგრამ დამატებული დრო 10 წუთამდე გააგრძელა. „ზენიტს“ ჰქონდა შანსი, ქულა მოეპოვებინა, მაგრამ 90+8 წუთზე არტიომ ძიუბას მეკარე დიუპინმა აუღო და მსაჯის საფინალო სასტვენმა ლეონიდ სლუცკის გუნდის გამარჯვება დააფიქსირა 2:1.

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურის შემდეგ „რუბინმა“ 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე აინაცვლა, ხოლო „ზენიტმა“ (42 ქულა) პირველი ადგილი შეინარჩუნა.

მატჩის შემდეგ: