ხვია კვარაცხელიამ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა და „ნაპოლი“ საბა საზონოვის „ტორინოსთან“ საშინაო შეხვედრაში დააწინაურა.
სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ გაიმართა, ხვიჩა კვარაცხელიას შესვენებამდე ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ორივეჯერ „ტორინოს“ მეკარემ, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა.
61-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა მიზანს მაინც მიაღწია – მარცხენა ფლანგზე შეტევა თავად წამოიწყო და მარიო რუის გაუგრძელა, რომლის გადაცემასაც ხვიჩა კარის წინ დახვდა და „ნაპოლი“ ეფექტური დარტყმით დააწინაურა. თუმცა სამ წუთში „ტორინომ“ ანტონიო სანაბრიას გოლით წონასწორობა აღადგინა.