კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინს“ ვირტუალურ ჩემპიონატში მოაგებინა (ვიდეო)
კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინს“ ვირტუალურ ჩემპიონატში მოაგებინა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინი“ რუსეთის კიბერტურნირზე წარადგინა და სადებიუტო შეხვედრა მოიგო. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანელთა თავდამსხმელს გუნდის გაყვანა MegaFon-ისა და Sports.ru-ს ორგანიზებულ „ყველაზე სწრაფი ლიგაში“ მიანდეს.

ამ ტურნირით რუსეთის პრემიერლიგის გუნდები კორონავირუსით გამოწვეული პაუზის გახალისებას ცდილობენ. შეჯიბრება დღეს დაიწყო და რუსეთის ჩემპიონატის 23-ე ტური ვირტუალურად ჩაატარეს. კვარაცხელიას პირველი მეტოქე ეკატერინბურგის „ურალი“ იყო, რომელსაც ევგენი ტატარინოვი წარმოადგენდა.

გადამწყვეტი გამოდგა ქართველის მიერ განხორციელებული შეცვლა – კვარაცხელიამ მოედანზე საკუთარი თავი შეუშვა, 77-ე წუთზე კი საგოლე შეტევა წამოიწყო, რომლის შემდეგაც ზურიკო დავითაშვილმა მეკარესთან პირისპირ ივან იგნატიევი დატოვა და მან ერთადერთი გოლი გაიტანა – „რუბინმა“ ანგარიშით 1:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ეს რუსეთის ვირტუალურ ჩემპიონატში გატანილი პირველი გოლი იყო.