კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა - „ნაპოლი“ სახლში დამარცხდა #1TVSPORT
კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა - „ნაპოლი“ სახლში დამარცხდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „ფიორენტინას“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო სერია A-ს მერვე ტურის შეხვედრაში, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ გაიმართა, მაგრამ ვერც გუნდმა და ვერც კვარაცხელიამ საუკეთესო თამაში ვერ აჩვენეს.

პირველ ტაიმში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-7 წუთზე „ფიორენტინას“ ეფექტური კომბინაცია იოსიფ ბრეკალოს გოლით დასრულდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ვიქტორ ოსიმენმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გამოიყენა და შესვენებამდე ანგარიში 1:1 გახადა.

ნაპოლიმ“ მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო. ვიქტორ ოსიმენს გუნდის დაწინაურება შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შანსით ვერ ისარგებლა. 63-ე წუთზე კი ჯაკომო ბონავენტურას გოლით „ფიორენტინა“ ისევ დაწინაურდა. 90+3-ე წუთზე ნეაპოლელების დაცვის მორიგი ჩავარდნით ნიკო გონსალესმა ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.

ამ ტურში „ფროზინონემ“ „ვერონა“ 2:1 დაამარცხა, მაგრამ გიორგი კვერნაძე სათადარიგოთა სკამზე დარჩა. რვა ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 14 ქულით მეხუთე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „ფროზინონე“ (12) მერვე პოზიციაზეა.