კვარაცხელიამ სამედიცინო შემოწმება გაიარა - ხვიჩამ „ნაპოლისთან“ პირველად ივარჯიშა #1TVSPORT
კვარაცხელიამ სამედიცინო შემოწმება გაიარა - ხვიჩამ „ნაპოლისთან“ პირველად ივარჯიშა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ამის შემდეგ „ნაპოლისთან“ ერთად პირველად ივარჯიშა.

ქართველი მოთამაშე ნეაპოლში 5 ივლისს გაემგზავრა და იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს შეუერთდა. მას უკვე კლუბის ოფიციალური გვერდიც მიესალმა და წარმატებები უსურვა.

სავარაუდოდ, „ნაპოლის“ ახალი თავდამსხმელი 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. თავიდან ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში სათამაშოდ შეთავაზებული ნომრებიდან ორი მოეწონა, 18 და 77, მაგრამ საბოლოოდ 77 ნომერი ამჯობინა.

ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურეთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია „ა“-ში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა „ნაპოლისთან“ აპრილში 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, ახლა კი მას ნეაპოლის გუნდი ოფიციალურად წარადგენს.