„ხვიჩამ მაისურის ნომერი აირჩია“ – კვარაცხელიაზე ინფორმაციას „ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში წასვლამდე თქვა, რომ გუნდმა მუდმივ ნომრად სამი ვარიანტი შესთავაზა. მათგან საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა არჩევანი 77 და 18-ნომრიან მაისურებზე შეაჩერა.
საქმე ისაა, რომ 7 ნომერი ბავშვობიდან უყვარდა და ბოლოს საქართველოს ნაკრებში სწორედ ამ ნომრიანი მაისურა თამაშობს. ხოლო 18 ნომრით ხვიჩა „ჯვაროსნებში“ თავიდან გამოდიოდა.
აქვე ვიტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და ყაზანის „რუბინში“ 21 ნომრით გამოდიოდა, ხოლო ბათუმის „დინამოში“ 20 ნომერი აირჩია. საბოლოოდ, „ნაპოლიში“ სათამაშოდ არჩევანი 77 ნომერზე შეაჩერა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი თავდამსხმელი იტალიურ კლუბს ივლისში შეუერთდა და გუნდთან კონტრატქი ხუთი წლით გააფორმა. ამჯამად, ხვიჩა ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით, იტალიის მაღალმთიან საკურორტო ქალაქ დიმაროში სეზონის წინა შეკრებაზე ემზადება.