კვარაცხელიამ მეტოქეს მარტომ აჯობა - ხვიჩამ დუბლი შეასრულა და პენალტი მოიპოვა [ვიდეო]
კვარაცხელიამ მეტოქეს მარტომ აჯობა - ხვიჩამ დუბლი შეასრულა და პენალტი მოიპოვა [ვიდეო]

ყაზანის „რუბინმა“ თურქულ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე საკონტროლო შეხვედრა გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ისევ გამოიჩინა.

ლეონიდ სლუცკის გუნდი რუსეთის პრემიერლიგელსოჭსდაუპირიპირდა და 0:1-ს აგებდა. მე-19 წუთზე ხვიჩამ მცველს საჯარიმოსთან ბურთი „მოპარა“, მეკარეს გაცდა და ანგარიში გაათანაბრა.

 

მეორე ტაიმის 57-ე წუთზე ხვიჩა მეტოქის საჯარიმოში შევარდა, მცველმა მოცელა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავად შეასრულა და ანგარიში მეორედ გაათანაბრა 2:2. 66-ე წუთზე კი ხვიჩამ შეტევა წამოიწყო, რომელიც გოლით დასრულდა.

 

საბოლოოდ, „რუბინმა“ 3:2 მოიგო. ამით გუნდის პირველი შეკრება დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი პირველ საკონტროლო შეხვედრაში ბელგრადის „პარტიზანსაც“ გაუტანა.