კვარაცხელიამ „კრისტალ პალასთან“ ითამაშა - „ნაპოლიმ“ ინგლისელებს რასპრადორის დუბლით მოუგო #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ ამხანაგური შეხვედრა გამართა ინგლისის პრემიერლიგელ „კრისტალ პალასთან“ და 3:1 დაამარცხა.
„ნაპოლი“ ჯერ ვერ არის სასურველ ფორმაში, რაც ბუნებრივია, რადგან ახლა მოსამზადებელი ეტაპია. ეს ამ მატჩის პირველ ტაიმშიც გამოჩნდა. ანგარიში 33-ე წუთზე „კრისტალ პალასმა“ ვლფრიდ ზაჰამ გახსნა. კოტდივუარელმა თავდამსხმელმა კონტრშეტევა დააგვირგვინა.
„ნაპოლიმ“ წონასწორობა ზუსტად ორ წუთში აღადგინა. ვიქტორ ოსიმენმა „კრისტალ პალასის“ საჯარიმოში ინგლისელთა მცველებს აჯობა და მახვილი კუთხიდან დაბალ, მარჯვენა კუთხეში ზუსტად დაარტყა. ორ წუთში ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო გუნდის დაწინაურება, მაგრამ კარის წინ დარჩენილს მცველმა დარტყმის საშუალება არ მისცა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მეორე ნახევარში, როდესაც ხვიჩა შეცვალეს, ჯაკომო რასპრადორიმ გაიბრწყინა. იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა 64-ე წუთზე „კრისტალ პალასის“ კარის „ცხრიანი“ შეარხია, ხოლო 82-ე წუთზე ფლანგური გადაცემა დააგვირგვინა და „ნაპოლიმ“ 3:1 გაიმარჯვა.