ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და „ნაპოლი“ იუვენტუსთან“ პრინციპულ შეხვედრაში დააწინაურა.
ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონატში ტურინულ გრანდს საკუთრა მოედანზე მასპინძლობენ. პირველ ტაიმში ორივე გუნდს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანა ქართველმა თავდამსხმელმა მოახერხა.
42-ე წუთზე გუნდის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი მცველმა მოიგერია, გადმოვარდნილ ბურთზე ხვიჩამ შეუჩერებლად დაარტყა და ეფექტური გოლით „ნაპოლი“ დააწინაურა. გარდა ამისა, პირველ ტაიმში ხვიჩასთან უხეშობისთვის ტურინელთა ორმა მოთამაშემ ყვითელი ბარათი მიიღო.
ეს ბოლო ორ მატჩში ხვიჩას მიერ გატანილი მესამე გოლია (პლუს 1 ასისტი). სულ კი მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიას უკვე 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.