ყაზანის „რუბინმა“ თურქეთის შეკრებაზე მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა და შეხვედრაში თავი ქართველმა ფეხბურთელმა გამოიჩინა, მაგრამ ეს ხვიჩა კვარაცხელია არ ყოფილა.
კვარაცხელიას საერთოდ, არც უთამაშია, რადგან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ მოედანზე ის ფეხბურთელები გაიყვანა, რომლებსაც შეკრებაზე მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ ან არ თამაშობდნენ.
„რუბინმა“ ტესტ-მატჩი რუსეთის პირველი ლიგის აუტსაიდერ ტომსკის „ტომთან“ გამართა და 2:3 დამარცხდა. სტუმრებიდან თავი გამოიჩინა თენგო წიქარიძემ, რომელმაც 73-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ცაციათი კარში გააგზავნა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:3 „ტომის“ სასარგებლოდ.
თენგო წიქარიძე თავიდანვე „ტომის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ის „ტომში“ ახლახანს საჩხერეს „ჩიხურადან“ გადავიდა.