სენსაცია კვარაცხელიას „რუბინისგან“ - ჩემპიონი „ზენიტი“ სტუმრად დაამარცხა და დააქვეითა (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელია და ყაზანის „რუბინი“ დიდი სენსაციის ავტორები გახდნენ – ყაზანელებმა რუსეთის ჩემპიონი პეტერბურგის „ზენიტი“ მისსავე მოედანზე დაამარცხეს.
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ყაზანელებმა „ზენიტთან“ მატჩი კარგად ვერ დაიწყეს – მასპინძლებმა ანგარიში 29-ე წუთზე გახსნეს. ეს მოულოდნელი არ იყო, რადგან „ზენიტი“ ბოლო წლებში რუსული ლიგის ფავორიტია.
მაგრამ ყაზანელებმა მწვავე კონტრშეტევები განახორციელეს და 43-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო 69-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანეს და სტუმრად სენსაციურად 2:1 მოიგეს.
ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და მხოლოდ 90+3 წუთზე დროის გასაყვანად შეცვალეს. პირველი საგოლე შეტევა სწორედ საქართველოს ნაკრების შემტევმა წამოიწყო. ამ მოგებით „რუბინმა“ 18 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზე მყოფ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულ „კრასნოდარს“ დაეწია.
„რუბინმა” მქომედი ჩემპიონი „ზენიტი“ დააქვეითა, რადგან მისმა კონკურენტმა მოსკოვის „სპარტაკმა“ გასვლაზე „კრასნოდარი“ 3:1 დაამარცხა და 3 ქულით გადაასწრო.
აღსანიშნავია, რომ „ზენიტს“ საკუთარ სტადიონზე „გაზპრომ არენაზე” 2018 წლის დეკემბრის შემდეგ არ წაუგია და მაშინაც „რუბინთან“ დამარცხდა.