კვარაცხელია ყაზანელთა საუკეთესო მოთამაშეა - „რუბინის“ სატრანსფერო სეზონი მის გაყიდვაზეა დამოკიდებული #1TVSPORT
გამოცემა „სპორტ-ეკსპრესმა“ ყაზანის „რუბინის“ საზაფხულო ტრანსფერებზე გამოქვეყნებულ წერილში მიუთითა, რომ ყველაფერი ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვაზეა დამოკიდებული.
„კლუბის დატოვებასთან ყველაზე ახლოს კვარაცხელიაა, რომელმაც ტრავმის გამო სეზონის დასასრული გამოტოვა. თუ „რუბინი“ კარგ შეთავაზებას (20 მილიონი ევროდან) მიიღებს, ქართველ თავდამსხმელს ამ სატრანსფერო „ფანჯარაში“ გაუშვებს. ალბათ, ამ ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული კლუბის მთელი საზაფხულო კამპანია. თუ „რუბინი“ არ ყიდის ფეხბურთელს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ქართველის დატოვება კი „რუბინს“ აიძულებს, მოძებნოს მისი შემცვლელი და სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად შევიდეს“, – წერს „სპორტ-ეკსპრესი“.
აქვე ვიტყვით, რომ „სპორტ-ეკსპრესმა“ 2020/21 წლების ჩემპიონატში „რუბინის“ ტოპ 10 მოთამაშის რეიტინგი დაასახელა და პირველ ადგილზე კვარაცხელია გავიდა:
ხვიჩა კვარაცხელია – 6.07
ჯორჯ დესპოტოვიჩი – 6.06
ოლივერ აბილდგორი – 5.93
დენის მაკაროვი – 5,93