პორტალმა WhoScored-მა ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა სიმბოლურ გუნდში დაასახელა.
„რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურის გასვლით შეხვედრაში „უფა“ 3:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანური კლუბის ფორმით რუსეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა, მის გოლი კი ქვეყნის ჩემპიონატებში „რუბინისთვის“ საიუბილეო, 2700-ე გოლი აღმოჩნდა.
პორტალმა WhoScored-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ათბალიან სისტემაში 8 ქულით შეაფასა და 4-4-2 სათამაშო სქემით შედგენილ სისტემაში მარცხენა ნახევარმცველად დააყენა.
ტურის საუკეთესო მოთამაშედ კვარაცხელიას თანაგუნდელი, „რუბინის“ ფორვარდი დენის მაკაროვი აღიარეს, რომელმაც ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 9,0. ტურის გუნდში „რუბინიდან“ ასეევ შევიდნენ მცველები ფილიპ ურემოვიჩი და ილია სამოშნიკოვი.
Wholesored მოთამაშეთა და გუდნების ანალიტიკასა და სტატისტიკაში ერთ-ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო საფეხბურთო პორტალია.