კვარაცხელია წამყვანი საფეხბურთო ლიგების კვირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
ავტორიტეტულმა იტალიურმა სპორტულმა გამოცემამ, La Gazzetta dello Sport-მა გასული კვირის შედეგების მიხედვით ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა სერია A-ს ბოლო ტურში „ვერონასთან“ დუბლი შეასრულა და გასვლით შეხვედრაში „ნაპოლის“ დამაჯერებელ გამარჯვებაში (3:1) გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგების სიმბოლური ნაკრები La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით:
მეკარე: ალბან ლაფონი („ნანტი“).
მცველები: დანი კარვახალი („რეალი“), მატს ჰუმელსი („დორტმუნდი“), დეილი ბლინდი („ჟირონა“), ალექს გრიმალდო („ლევერკუზენი“).
ნახევარმცველები: ალექსანდრ გოლოვინი („მონაკო“), ლუის ალბერტო („ლაციო“), დუგლას ლუი („ასტონ ვილა“).
თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“).