კვარაცხელია ტურის სიმბოლურში რამდენიმე გამოცემამ დაასახელა
კვარაცხელია ტურის სიმბოლურში რამდენიმე გამოცემამ დაასახელა

ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში რამდენიმე გამოცემამ დაასახელა.

პირველად ეს საერთაშორისო სტატისტიკის და ანალიზის გვერდმა „სოფასქორმა“ გააკეთა, დღეს კი ქართველი ფეხბურთელი რუსულმა გამოცემებმა აღიარეს. მათ შორის sport-weekend-მა, რომელმაც ქართველი შემტევის შესახებ შემდეგი დაწერა:

„ხვიჩა კვარაცხელია ეკატერინბურგში „რუბინის“ გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო. მან ჯერ „მაკრატელათი“ გაიტანა გოლი, შემდეგ კი სოლტმურად ბაკაევს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ის გამორჩეული იყო“, – წერს გამოცემა.

19 წლის ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურ ნაკრებში მესამედ დაასახელეს.