კვარაცხელია ტურის სიმბოლურ გუნდშია - ხვიჩას ათბალიან სისტემაში 8,2 ქულა დაუწერეს #1TVSPORT 
კვარაცხელია ტურის სიმბოლურ გუნდშია - ხვიჩას ათბალიან სისტემაში 8,2 ქულა დაუწერეს #1TVSPORT 

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული 11 მოთამაშე სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საერთაშორისო პორტალ WhoScored-მა დაასახელა.

სტატისტიკისა და ანალიზის ვებგვერდმა მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში ყაზანის „რუბინის“ სულ სამი მოთამაშე შეიყვანა – ხვიჩა კვარაცხელია, ოლეგ შატოვი და თავდამსხმელი ჯორჯ დესპოტოვიჩი.

კვარაცხელიას საერთაშორისო პორტალმა 10-ბალიან სისტემაში 8,2 ქულა დაუწერა და შეფასებითი ტურის ოთხ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდა. იყო მეტოქის კარზე ერთ-ერთი ყველაზე „დაგეშილი“ მოთამაშე ტულაში, „არსენალთან“ თამაშში, რომელიც „რუბინის“ სასარგებლოდ 0:3 დასრულდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა კარში ექვსჯერ დაარტყა, საიდანაც სამი ზუსტი იყო და გაიტანა ერთი გოლი. ასევე, ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე ერთი საკვანძო გადაცემა და ერთი მოგებული ორთაბრძოლაა.

რუსეთის ჩემპიონატში გამართული ორი ტურის შემდეგ, ყაზანის „რუბინი“ მე-2 ადგილზეა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონზე სიმბოლურ ნაკრებში პირველად დაასახელეს.