კვარაცხელია სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა საუკეთესოებში დაასახელა #1TVSPORT
კვარაცხელია სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა საუკეთესოებში დაასახელა #1TVSPORT

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრთან (CIES) არსებულმა „საფეხბურთო ობსერვატორიის“ (Football Observatory) კვლევითმა ჯგუფმა 21-ე საუკუნეში დაბადებულ ფეხბურთელთა ტოპ-25 სია შეადგინა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც დაასახელა.

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფლანგის თავდამსხმელი საპატიო სიაში მოხვდა, სადაც არიან „არსენალის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „მონაკოს“, „ბეშიქთაშის“, დონეცკის „შახტარის“, „ლივერპულის“, მადრიდის „რეალის“, „მანჩესტერ სიტის“ მომავალი ვარსკვლავები. ხვიჩა კვარაცხელია სიაში 25-ე ადგილზეა.

 ბუკაიო საკა, არსენალი

მეისონ გრინვუდი, მანჩესტერ იუნაიტედი

ბენუა ბადიაშილი, მონაკო

მირონ ბოადუ, ალკმაარი

ერსინ დესტანოღლუ, ბეშიქთაში

შარლ დე კეტელაერი, ბრიუგე

ჯეისონ ნაითი, დერბი ქაუნთი

ანატოლი ტრუბინი, დონეცკის შახტარი

კურტის ჯონსი, ლივერპული

მაიკლ ოლისე, რედინგი

————————————-

ხვიჩა კვარაცხელია, ყაზანის რუბინი

სპორტის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ძირითადად ცნობილია ფრანგულ ცენტრ CIES-ის (International d’Etude du Sports) ინიციალებით, დამოუკიდებელი, კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომლის ოფისი შვეიცარიის ქალაქ ნეიშატელში მდებარეობს. ამ ცენტრის ეგიდით მოქმედებს „საფეხბურთო ობსერვატორიის“ (CIES Football Observatory) კვლევითი ჯგუფი, რომელიც ფეხბურთთან დაკავშირებულ საკითხებს სტატისტიკის დახმარებით იკვლევს.