კვარაცხელია შესარჩევი ეტაპის საუკეთესო დრიბლიორებშია - ქართველი მხოლოდ დეპაის ჩამორჩება [ვიდეო] #1TVSPORT
BeSoccer-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული ხუთი ტურის შემდეგ საუკეთესო დრიბლიორთა ხუთეულში მოხვდა.
რეიტინგის ლიდერი იყო ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდი მემფის დეპაი (43 დრიბლინგი), ხოლო საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე-მესამე ადგილები გაიყო სლოვენიის ნაკრებისა და „ატალანტას“ ფეხბურთელ იოსიპ ილიჩიჩთან. ორივე მოთამაშეს 34 წარმატებული დრიბლინგი აქვს.
მეოთხე-მეხუთე ადგილებზე „ატალანტასა“ და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი, რუსლან მალინოვსკი და რუსეთის ნაკრებისა და „მონაკოს“ ნახევარმცველი ალექსანდრე გოლოვინი არიან, რომლებმაც 28 წარმატებული დრიბლინგი განახორციელეს.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის „ბ“ ჯგუფში ხუთი ტურის შემდეგ ერთი ქულით ბოლო ადგილზეა – ვილი სანიოლის გუნდმა ხუთ მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა და ორივე კვარაცხელიას ანგარიშზეა.
უფრო დასაფასებელი ისაა, რომ 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებული ხუთი მატჩიდან მხოლოდ სამი ითამაშა, როდესაც მემფის დეპაიმ ნიდერლანდების ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა, ხოლო იოსიპ ილიჩიჩმა სლოვენიის ნაკრებში – 4 შეხვედრა.