ხვიჩა კვარაცხელია თურქეთში ჩატარებულ ორ შეკრებაზე ყაზანის „რუბინის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა 6 ამხანაგური მატჩიდან 5 ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელებმა, თურქეთში ჩატარებულ ორ შეკრებაზე 6 ტესტ-მატჩში (ერთი მათგანი „ტომთან“ – სარეზერვო შემადგენლობით), სულ 17 გოლი გაიტანეს, ანუ საშუალოდ 2,8-ზე მეტი გოლი თამაშში.
ამ გოლების ექვსი მატჩის შედეგიდან ყაზანური კლუბის მთავარი ბომბარდირი ქართველი იყო. ხვიჩა კვარაცხელიამ 5 გოლი გაიტანა (ხუთ შეხვედრაში), რაც გუნდის გატანილი გოლების თითქმის მესამედია (0,294 პროცენტია). მეორე ადგილზე სერბი შემტევი ჯორჯ დესპოტოვიჩია (3 გოლი, 2 ორი საგოლე გადაცემა), მესამეზე – ივან იგნატიევი (3 გოლი).
ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულეს ნახევარმცველებმა დენის მაკაროვმა და დარკო იევტიჩმა. თითო გოლი გაიტანეს ახალგაზრდა თავდამსხმელებმა კირილ კოზარევმა და კირილ კლიმოვმა. მცველმა გეორგი ზოტოვმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.