კვარაცხელია სერია A-ში ყველაზე მეტად დაზარალდა - ქართველი თავდამსხმელი მოპოვებული ჯარიმებით ლიდერობს #1TVSPORT
კვარაცხელია სერია A-ში ყველაზე მეტად დაზარალდა - ქართველი თავდამსხმელი მოპოვებული ჯარიმებით ლიდერობს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს იმ მოთამაშეთა სიაში, რომლებიც მეტოქეებისგან სერია A-ში ყველაზე მეტად დაზარალდნენ – სტატისტიკა სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.

სპეციალიზებული პორტალის მიერ შედგენილი დარღვევების რეიტინგის მიხედვით, „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ ყველაზე მეტჯერ იუხეშეს.

იტალიის ჩემპიონატის პირველ წრეში „ნაპოლის“ ქართველი მოთამაშის მიმართ თამაშის წესი 51-ჯერ დაარღვიეს. ამ მაჩვენებლით კვარაცხელია ასწრებს რომის „ლაციოს“ შემტევს, მატიას ძაკანის (48) და „ბოლონიის“ შოტლანდიელ ნახევარმცველს, ლუის ფერგიუსონს (41).

„ეს იმის დადასტურებაა, რაზეც ვალტერ მაძარი („ნაპოლის“ მწვრთნელი) ბოლო კვირას ყურადღებას ამახვილებს. „კვარაცხელიას და ოსიმენს მოწინააღმდეგეები ფეხებში ძლიერად ურტყამენ, თუნდაც უბურთოდ ყოფნისას“, – რამდენჯერმე გაიმეორა ნეაპოლელთა მწვრთნელმა“, – წერს იტალიური გამოცემა „ილ მატინო“.