კვარაცხელია სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა შორის მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
„ტრანსფერმარკტის“ განახლებული შეფასებით, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა შორის მეორე ადგილზე დაწინაურდა და მხოლოდ თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ტრანსფერმარკტმა“ ქართველი თავდამსხმელის შეფასება 25 მილიონით გაზარდა – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ მოთამაშის ტრანსფერის ღირებულება 85 მილიონი ევრო გახდა.
ამავე დროს, შეფასება გაეზარდა „ნაპოლის“ ნიგერიელ სუპერთავდამსხმელს, ვიქტორ ოსიმენსაც, რომლის ფასიც გერმანულმა ვებგვერდმა 70-დან 100 მილიონ ევრომდე გაზარდა.
ფასების განახლების შემდეგ, ოსიმენი და კვარაცხელია სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეებში დაწინაურდნენ. აღსანიშნავია, რომ ათეულშიც ვერ მოხვდა ევროპის ბოლო ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი ფედერიკო კიეზა („იუვენტუსი“, 50 მილიონი ევრო).
სერია A-ს ძვირად ღირებულ მოთამაშეთა საუკეთესო ხუთული ასეთია:
1. ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“) – 100 მილიონი ევრო
2. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“) – 85 მილიონი ევრო
3. ლაუტარო მარტინესი („ინტერი“) – 80 მილიონი ევრო
4. რაფაელ ლეაო („მილანი“) – 80 მილიონი ევრო
5. დუშან ვლაჰოვიჩი („იუვენტუსი“) – 75 მილიონი ევრო