კვარაცხელია სერია A-ს სეზონის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT
კვარაცხელია სერია A-ს სეზონის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT

„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში ჩატარებულ პირველივე სეზონში წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – რჩეული თერთმეტეული გამოცემა Footballtransfers-მა შეარჩია.

„„ნაპოლიმ“ 33 წლის განმავლობაში სკუდეტო პირველად მოიგო, რადგან ლუჩანო სპალეტის გუნდმა, ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით, ლიგაში ყველა გაანადგურა.

იტალიურ გუნდებს ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროტურნირებზე საუკეთესო სეზონი ჰქონდათ და სამი კლუბი ევროპული შეჯიბრების ფინალში გავიდა: „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგაზე, „რომა“ – ევროპალიგაზე და „ფიორენტინა“ – კონფერენს ლიგაზე.

თუმცა, სერია A-ში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის დიდი გუნდები იბრძოდნენ – „ლაციომ“, „ინტერმა“ და „მილანმა“ საბოლოოდ მოიპოვეს თამაშის უფლება, „იუვენტუსს“ არსებული პრობლემების გამო ქულები ჩამოართვეს. არ იბრძოდა მხოლოდ „ნაპოლი“, რომელმაც ეს უფლება წინასწარ გაინაღდა“, – წერს Footballtransfers-ი.

სერია A-ს 2022-23 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი, Footballtransfers-ის ვერსია

მეკარე

ივან პროვედელი (ლაციო)

მცველები

ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი)

კიმ მინ ჯეე (ნაპოლი)

კრის სმოლინგი (რომა)

ფედერიკო დიმარკო (ინტერი)

ნახევარმცველები

სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი)

ანდრე-ფრენკ ზამბო ანგუისა (ნაპოლი)

ადრიენ რაბიო (იუვენტუსი)

თავდამსხმელები

ლაუტარო მარტინესი (ინტერი)

ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

„ოსიმენის შემდეგ, კვარაცხელია ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველი გარემარბი „ნაპოლიში“ ბათუმის „დინამოდან“ ზაფხულში სულ რაღაც ათ მილიონ ევროდ გადავიდა, ახლა კი ათჯერ მეტი ღირს.

დრიბლინგის მანქანას, ლიგაში ყველაზე მეტი დრიბლინგი აქვს შორ მანძილზე. სტატისტიკით დომინირებდა სერია A-ს თითქმის ყველა შემტევ კატეგორიაში – შექმნილი შანსებით დაწყებული და საკვანძო პასებით დამთავრებული.

დაცვა ბოლო თვეებში კვარაცხელიას წინააღმდეგ უკეთესად თამაშობდა, მაგრამ მისი დებიუტი სერია A-ში 12 გოლით და 10 პასით პირველ სეზონში, სულ რაღაც 22 წლის ასაკში, უდავოდ აღსანიშნავია“, – წერს გამოცემა.