კვარაცხელია სერია A-ს პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა - ხვიჩა საუკეთესო მოთამაშეთა შორის მეორე ადგილზეა #1TVSPORT
იტალიურმა გამოცემა tuttomercatoweb-მა ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
„სერია A-ს განვლილი 19 ტურის შემდეგ საუკეთესო მოთამაშეების საშუალო შეფასებების რეიტინგი ნათლად ასახავს ჩემპიონატში „ნაპოლის“ დომინირებას. პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში ამ გუნდის ხუთი ფეხბურთელი მოხვდა“, – წერს გამოცემა, რომელმაც საუკეთესო გუნდი 4-3-3 სათამაშო სქემით შეადგინა.
გილელმე ვიკარიო (ემპოლი) 6.58
პასკუალე მაცოკი (სალერნიტანა) 6.30
კიმ მინ ჯე (ნაპოლი) 6.39
კრის სმოლინგი (რომა) 6.31
მარიო რუი (ნაპოლი) 6.37
ნიკოლო ბარელა (ინტერი) 6.42
სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი) 6.50
ლუის ალბერტო (ლაციო) 6.43
პაულო დიბალა (რომა) 6.85
ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) 7.20
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) 6.90
პირველი წრეში კვარაცხელიას საშუალო შეფასება 6,9 ქულაა (10-ბალიანი სისტემით). ხვიჩა საუკეთესო მოთამაშეთა შორის მეორე ადგილზეა და მხოლოდ ჩემპიონატის ბომბარდირს, ვიქტორ ოსიმენს ჩამორჩება, რომლის საშუალო რეიტინგიც 7,2 ქულაა.