კვარაცხელია სერია ა-ს მეათე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს მეათე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ტურის მოთამაშედ აღიარეს.
საერთაშორისო ანალიტიკურმა ვებგვერდმა whoscored ქართველ თავდამსხმელს „ბოლონიასთან“ მოგებული (3:2) შეხვედრის შემდეგ 8.9 ქულა დაუწერა, რაც ტურში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.
ქართველის შემდეგ ყველზე მაღალი ქულა „იუვენტუსის“ სერბმა თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა მიიღო – 8,4, ხოლო მესამეზე „ინტერის“ თურქი ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუა 8,1 ქულით.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მოგებაში „ბოლონიასთან“ (3:2) გადამწყვეტი როლი ითამაშა. მეორე გოლი ხვიჩას განვითარებულ შეტევას მოჰყვა, ხოლო მესამე გოლი ვიკტორ ოსინემმა ქართველი თავდამსხმელის გადაცემით გაიტანა.