კვარაცხელია სერია A-ს 2023 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა - Whoscored-მა ხვიჩა წლის მოთამაშეებში მეორე ადგილზე დაასახელა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2023 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულები ანალიტიკურმა ვებგვერდმა, whoscored-მა დაასახელა.
„ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა საშუალოდ 7,37 ქულა მიიღო, რაც რჩეულ 11 მოთამაშეს შორის მეორე მაჩვენებელია – საუკეთესო მოთამაშედ ანალიტიკურმა პორტალმა მილანის „ინტერის“ არგენტინელი თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი დაასახელა, რომელმაც ოდნავ უკეთესი ქულები (7,43) მიიღო.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ქართველი შემტევი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე, ასისტენტი, სეზონის ახალგაზრდა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, წლის ბოლოს კი სერია A-ს საუკეთესო გოლის ჯილდოც მიიღო.
ამას გარდა, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე (GFF Awards 2023) ზედიზედ მეოთხედ გახდა საქართველოს საუკეთესო მოთამაშე, რაც რეკორდული მაჩვენებელია.