კვარაცხელია რუსული ლიგის ყველაზე ძვირადღირებულთა სამეულშია #1TVSPORT
კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სამეულში მოხვდა. ეს საბოლოო გადაფასების შემდეგ გახდა ცნობილი.
გერმანულმა სამენჯერო ინტერნეტ-სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის ფასი სამი მილიონით გაიზარდა და ამჟამად, მისი საბაზრო ღირებულება 18 მილიონ ევრო გახდა. სხვა გუნდების მონაცემებიც ცნობილი გახდა და საბოლოოდ, რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სია ასე გამოიყურება.
სარდარი აზმონი, ირანი, „ზენიტი“ 25 მილიონი (ევრო)
მალკომი, ბრაზილია, „ზენიტი“ 22 მილიონი
ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო, „რუბინი“ 18 მილიონი
ვენდელი, ბრაზილია, „ზენიტი“ 17 მილიონი
დუგლას სანტოსი, ბრაზილია, „ზენიტი“ მილიონი
საინტერესოა, რომ ათეულში სამი ბრაზილიელია, 1-1 არის ქართველი, ირანელი, კოლუმბიელი, შვედი და ფრანგი, რუსი კი მხოლოდ ორია.