კვარაცხელია რუსეთში ყველაზე დიდი პოტენციალის ახალგაზრდაა - ამაზე „ბისოკერის“ სტატისტიკა მეტყველებს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მოთამაშეა – ამაზე BeSoccer-ის სტატისტიკური კვლევა მეტყველებს.
ანალიტიკურმა ინტერნეტ-პორტალმა რუსეთის პრემიერლიგის ახალგაზრდები სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით გამოარჩია, ხოლო ხუთეულში საუკეთესო მაჩვენებლები საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელს აღმოაჩნდა.
შერჩევისას გამოყენებეული კრიტერიუმებია: ELO – რაც მოთამაშის დონეს განსაზღვრავს. REAP – შედარებითი შეფასება ანალოგიური ასაკის, პოზიციისა და მსგავსი ლიგების ფეხბურთელების ისტორიასთან და ვლინდება კონკრეტული ასაკის საშუალო დონეზე მაღლა მდგომი მოთამაშე. ასევე კრიტერიუმია ზოგადი პოტენციალის მაჩვენებელი.
რუსეთის პრემიერლიგაში ამ სამი მაჩვენებლის საუკეთესო ჯამი საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელს გააჩნია.
BeSoccer-მა ხვიჩა კვარაცხელია ასე დაახასიათა:
„ის ამ სიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშეა. კვარაცხელია უმნიშვნელოვანესი ფიგურაა საქართველოს ნაკრებისთვის. სტატისტიკა საუკეთესო საშუალებაა მისი ნამდვილი დონის დასადგენად. რუსეთის ლიგაში ცოტას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მას დრიბლინგის ხარისხში, პასებში და წარმატებულ სპრინტებში“.
ხვიჩა კვარაცხელია (ყაზანის რუბინი)
ELO 70
პოტენცილი 83
REAP 1.96
არსენ ზახარიანი (მოსკოვის დინამო)
ELO 59
პოტენცილი 83
REAP 1.82
კონსტანტინ ტიუკავინი (მოსკოვის დინამო)
ELO 70
პოტენცილი 83
REAP 1.79
დანილა პროხინი (სოჭი)
ELO 58
პოტენცილი 78
REAP 1.66
მაქსიმ მუხინი (ცსკა)
ELO 53
პოტენცილი 75
REAP 1.65