კვარაცხელია რუსეთში მწვრთნელებმა არ დააფასეს - ქართველის მხარეს სტატისტიკაა #1TVSPORT
ხვალ რუსეთის 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებენ. გამოკითხვას გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ ატარებს, რომლშიც მონაწილეობს 16 პროფესიონალი მწვრთნელი, 16 მენეჯერი, გაზეთის 16 ჟურნალისტი და გულშემატკივრები.
გამოქვეყნდა მწვრთნელთა გამოკითხვის შედეგები, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ მხოლოდ ერთი ხმა მიიღო და 22-ე ადგილზე გავიდა. ეს ერთი ხმაც ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ მისცა და მანაც მე-5 პოზიციაზე დაასახელა.
ციფრებიც ამტკიცებს, რომ კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეულია. wyscout-ის სტატისტიკით, რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 18 ტურში ხვიჩა ყაზანის „რუბინში“ საუკეთესო მოთამაშეა – პირველია მატჩში დარტყმების საშუალო მაჩვენებლით (1.1), ბურთისთვის ორთაბრძოლების მოგებით (32.5), შეტევაში ბურთისთვის ორთაბრძოლების მოგებით (20.26), დრიბლინგებითა (12.39) და ბურთიანად სპრინტის (4.44) მცდელობებით.
ამასთან, არის კომპონენტები, რომლითაც ლიგაში გამორჩეულია. 20 წლის ქართველი მარცხენა ფლანგიდან განხორციელებული შეტევების რაოდენობით, დრიბლინგებით და შეტევაში ბურთისთვის ორთაბრძოლების მოგებით საუკეთესოა.