კვარაცხელია რუსეთის ლიგის საუკეთესოთა ათეულშია - 19 წლის ქართველი რუსეთის ნაკრების ლიდერზე წინ არის
კვარაცხელია რუსეთის ლიგის საუკეთესოთა ათეულშია - 19 წლის ქართველი რუსეთის ნაკრების ლიდერზე წინ არის

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესოთა ფეხბურთელების ათეულშია – გამორჩეული მოთამაშეების რეიტინგი გამოცემა „სოკერ.რუ“-მ სეზონის პირველ მესამედის შედეგების მიხედვით შეადგინა.

ხვიჩა კვარაცხელია ტოპ-10-ში მე-6 ადგილზე მოხვდა. გამოცემა ქართველის დასახელებას ასე ასაბუთებს.

„რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორი არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ იგი ფინტებს ფინტების გამო ასრულებს და არა საჭიროების მიხედვით და რომ სინამდვილეში არც თუ ისე პროდუქტიულია. რა თქმა უნდა, მის მიერ მოპოვებული პენალტები და სახიფათო საჯარიმო დარტყმები, ყვითელი და წითელი ბარათები არ ითვლება – მხოლოდ გოლები და საგოლე გადაცემები. თუმცა, ბოლო ორ მატჩში ხვიჩამ გოლები გაიტანა და სკეპტიკოსებს სალაპარაკო მოუსპო. თანაც, არ დაგავიწყდეს, რომ ეს ბიჭი მხოლოდ 19 წლისაა“, – წერს გამოცემა „სოკერ.რუ“.

საინტერესოა, რომ საუკეთესოთა ათეულში 19 წლის ქართველზე უკან დააყენეს რუსეთის ნაკრების და ამ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, „ზენიტის“ ლიდერ არტემ ძიუბა – ის მხოლოდ მე -8 ადგილზეა. მას გამოცემამ გაუხსენა, რომ ამ პერიოდში გატანილი ოთხი გოლიდან ორი „როტორთან“ და „ურალთან“ წესების დარღვევით გაიტანა, ხოლო შვიდი სასარგებლო ქმედებიდან ოთხი აუტსაიდერ „უფასთან“ მატჩში შეასრულა.

საუკეთესოთა სამეული კი ასე გამოიყურება: 1 ადგილი. ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა, ხორვატია), მე -2 ადგილი. კრისტიან ნობოა (სოჭი, ეკვადორი), მე -3 ადგილი. დუგლას სანტოსი (ზენიტი, ბრაზილია).