საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს, – ამის თაობაზე ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს. მან სამშაბათს გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა“, – წერს კლუბის პრესსამსახური.
სამი კვირის წინ, კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა და კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიიღო. ამის გამო მან ხელიდან გაუშვა შანსი, ეთამაშა ეროვნული გუნდის ნოემბრის მნიშვნელოვანი მატჩები, ასევე რუსეთის პრემიერლიგის მთამაშები „როსტოვთან“ და მოსკოვის ცსკა-სთან.
მოთამაშის ბოლო ტესტებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, ამიტომ, ყაზანში დაბრუნება და გუნდში დაბრუნება შეძლო.