კვარაცხელია რჩება, თუმცა 20 მილიონად გავუშვებთ - „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა ხვიჩას პერსპექტივებზე ისაუბრა #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს პერსპექტივებზე ისაუბრა და როგორც რუსული მედია წერს, ამ თემაზე ცინიკური კომენტარი გააკეთა.
„ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია გუნდში დარჩება, ზამთარში ტრანსფერი არ იქნება, ხვიჩა რჩება“, – განუცხადა Match TV-ს ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა.
„საიმანოვმა ასევე ირონიულად აღნიშნა, რომ თუ ვინმე შესთავაზებს 20 მილიონ ევროს ტრანსფერზე, კლუბი გარიგებას გააკეთებს“, – წერს გამოცემა „სპორტბოქსი“.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „რუბინში“ 17 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ საქართველსო ნაკრებში ექვსი გოლიდან ოთხი მის ანგარიშზეა. კვარაცხელიას, რომელსაც თებერვალში 21 წელი შეუსრულდება, „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.