კვარაცხელია რაჰმანის წინააღმდეგ - სახალისო თამაში იტალიის სუპერთასის ნახევარფინალამდე [ვიდეო] #1TVSPORT
„ვინ ვარ მე“, – ასეთი სახალისო თამაში გაიმართა „ნაპოლის“ მოთამაშეებს შორის, რომელშიც ცენტრალური მცველი ამირ რაჰმანი ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა.
„კვარაცხელია რაჰმანის წინააღმდეგ“ – ეს იყო გამოწვევა „ნაპოლის“ ფეხბურთელებს შორის ერ-რიადში, „ფიორენტინასთან“ დაგეგმილი იტალიის სუპერთასის ნახევარფინალამდე. თამაშით იტალიის მოქმედი ჩემპიონის მოთამაშეები გულშემატკივრებს ერთმანეთს და თანაგუნდელებს აცნობენ.
შეგახსენებთ, რომ კოსოვოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის რანგში ამირ რაჰმანიმ ხვიჩა კვარაცხელია ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მეორე ადგილზე დაასახელა.