კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც ფიფა-ს ათეულში მოხვდა - ვინ მისცა ქართველ თავდამსხმელს ხმა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ფიფა-ს გამოკითხვაში საუკეთესო ათეულში მოხვდა. ეს ქართული ფეხბურთისთვის დიდი წარმატებაა.
1. ლიონელ მესი, არგენტინა 48
2. ერლინგ ჰალანდი, ნორვეგია 48
3. კილიან მბაპე, საფრანგეთი 35
4. კევინ დე ბრუინი, ბელგია 32
5. ვიქტორ ოსიმენი, ნიგერია 24
6. როდრიგო ერნანდეს კასკანტე (როდრი), ესპანეთი 24
7. ჯულიან ალვარესი, არგენტინა 21
8. ბერნარდო სილვა, პორტუგალია 18
9. ილკაი გუნდოგანი, გერმანია 13
10. ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო 7
დაგაინტერესებთ, ფიფას გამოკითხვაში ვინ მისცა ხმა საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელს. „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ,,სარბიელის” მეპატრონემ, ზურაბ ფოცხვერიამ და რუსეთის ნაკრების კაპიტანმა, გიორგი ჯიქიამ კვარაცხელია პირველ ადგილზე დაასახელეს; ჩვენი გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ და კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კი ხვიჩას მე-3 ადგილი დაუწერეს.
ვინ მისცა ხმა ხვიჩა კვარაცხელიას
კაპიტნები
დომინიკა, გლენსონი პრინცი – მე-3 ადგილი
გაბონი, ბრუნო ეკუელე მანგა – 3
კოსოვო, ამირ რაჰმანი – 2
რუსეთი, გიორგი ჯიქია – 1
ბერმუდი, მაიკლ ფინდლეი – 3
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, რაულ სავოი – 2
მწვრთნელები
საქართველოს მწვრთნელი ვილი სანიოლი
ხვიჩა კვარაცხელია, ერლინგ ჰალანდი, როდრი
კვიპროსის მწვრთნელი თემურ ქეცბაია
ლიონელ მესი, კევინ დე ბრუინი, ხვიჩა კვარაცხელია
ფიჯის მწვრთნელი ტიმო იანკოვსკი – მე-3 ადგილი
ისრაელის მწვრთნელი ალონ ჰაზანი – 3
ნეპალის მწვრთნელი ვინჩენცო ალბერტო – 2
მედია
საქართველო, სარბიელი, ზურაბ ფოცხვერია
ხვიჩა კვარაცხელია, ილკაი გუნდოგანი, როდრი
ქართველების გარდა, ხვიჩა კვარაცხელია მედიიდან საუკეთესოდ ასევე დაასახელეს მალტის წარმომადგენლებმა, მე-2 ადგილზე გაიყვანეს ლიეტუვის, სამხრეთ აფრიკის, ტაჯიკეთისა და უგანდის ჟურნალისტებმა, ხოლო მესამეზე – დანიამ, ფინეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა, მონტენეგრომ, რუსეთმა, ისლანდიამ, ალჟირმა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა, კამბოჯამ, ჰონგ კონგმა და იემენმა.