კვარაცხელია ორმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მეოთხე ტურის სიმბოლურ გუნდში ორმა ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა დაასახელა.
„ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა „კალიარისთან“ ბოლო შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ნეაპოლელების ერთ-ერთ ლიდერს sofascore-მა 8.7 ქულა დაუწერა. შეფასების მიხედვით, ხვიჩა ტურის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა, ფლორიან ტოვენსა (9.6 – „უდინეზე“) და ადემოლა ლუკმანთან (9.1 – „ატალანტა“) ერთად.
კვარაცხელია ტურის რჩეულთა შორის whoscored-მაც დაასახელა, მაგრამ უფრო მაღალი შეფასება (8.8) დაუწერა. ხვიჩას გარდა, მაღალი შეფასებები ადემოლა ლუკმანმა (9.4), ალესანდრო ბონჯორნომ (8.8) და ფლორიან ტოვენმა (8.8) მიიღეს.