კვარაცხელია „ოქროს ბიჭი 2021“-ის ნომინანტია - ხმის მიცემა დაწყებულია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ტუტოსპორტმა“ „ოქროს ბიჭი 2021“-ის ნომინანტებში დაასახელა. იტალიურმა გამოცემამ საწყისი სია გამოაქვეყნა, სადაც 100 გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე მოხვდა.
„ტუტოსპორტი“ ტიტულს 2003 წლიდან ათამაშებს, სიაში კი ევროპული ქვეყნების უმაღლეს ლიგებში მოთამაშე 21-წლამდელი ფეხბურთელები სახელდებიან. გამოკითხვაში საუკეთესო ხუთეულებს ცნობილი გამოცემები ასახელებენ – ფრანგული „ეკიპი“ და „ფრანს ფუტბოლი“, ესპანური „მარკა“ და „მუნდო დეპორტივო“, გერმანული „ბილდი“, დიდი ბრიტანული „თაიმსი“, ნიდერლანდური „ტელეგრაფი“, პორტუგალიური „ა ბოლა“, ბერძნული „ტა ნეა“, შვეიცარიული „ბლიკი“ და რუსული „სპორტ-ეკსპრესი“. პარალელურად, გამოკითხვა გულშემატკივართა შორისაც ტარდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „ოქროს ბიჭის“ ნომინანტი საქართველოს ნაკრების კანდიდატი გიორგი წიტაიშვილი იყო, კვარაცხელია კი სიაში ორი წლის წინ უკვე მოხვდა – ის 2019 წელს 100 რჩეულში ზურიკო დავითაშვილთან ერთად დაასახელეს. 2017 წელს კი ნომინანტებში გიორგი არაბიძეც იყო.
ხმის მიცემა შესაძლებელია – ბმულზე