კვარაცხელია „ნაპოლის“ თურქეთში გაჰყვა - იტალიელები „ანტალიასპორს“ და „კრისტალ პალასს“ შეხვდებიან #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად თურქეთშია და სეზონის განახლებისთვის მოემზადება, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
იტალიის ჩემპიონატის ლიდერი თურქეთში ზამთრის მოსამზადებელ ეტაპს ჩაატარებს და ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს – ლუჩანო სპალეტის გუნდი „ანტალიასპორსა“ და „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება.
იტალიელები ანტალიაში უკვე გაემგზავრნენ და თურქეთში 11 დეკემბრამდე ივარჯიშებენ. „ნაპოლი“ ზამთრის შეკრებას აწყობს იქ, სადაც ამჟამად ემზადებიან სტამბოლის „ბაშაქშეჰირი“, „ტრაბზონსპორი“ და შოთა არველაძის ყოფილი კლუბი „ჰალ სიტი“, მაგრამ „პარტენოპეი“ („ნაპოლის“ მეტსახელია) მათთან არ ითამაშებს.
„არეანაპოლის“ ცნობით, საბოლოოდ გადაწყდა მეტოქეებიც და მატჩების გამართვის თარიღიც – ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილები „ანტალიასპორთან“ 7 დეკემბერს ითამაშებენ, ხოლო ინგლისურ „კრისტალ პალასს“ 11 დეკემბერს შეხვდებიან.
სპალეტიმ შეკრებაზე გასამგზავრებელ მოთამაშეთა სიაში დაასახელა კვიჩა კვარაცხელიაც და ამირ რაჰმანიც, რომლებმაც 2022 წლის სერია A-ს ბოლო რამდენიმე თამაში ტრავმების გამო გამოტოვეს.